მან დღეს, 18 დეკემბერს, ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ აზერბაიჯანთან ნავთობის შესყიდვის მიმართულებით თანამშრომლობის გაგრძელება შესაძლებელია, თუმცა „არსებობს გარკვეული საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის ტარიფებთან“.
მან იმედი გამოთქვა, რომ ეს საკითხები მოგვარდება.
„თუ ეს საკითხები არ მოგვარდება, იმედი მაქვს, რომ ბიზნესები მოძებნიან ალტერნატიულ გზებს იმპორტისა და ექსპორტის უზრუნველსაყოფად, თუ ეს გარიგებები კვლავ საინტერესო იქნება“, - სომხური მედიის ცნობით, განაცხადა ფაშინიანმა.
მის ამ ციტატებს ავრცელებენ news.am-ი, armenpress-ი და სხვა მედიასაშუალებები.
დღეს, 18 დეკემბერს, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR) სომხეთს 22 ცისტერნით 1220 ტონა АИ‑95 მარკის ბენზინი მიაწოდა.
- მანამდე აზერბაიჯანის მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველომ უსაფუძვლოდ მაღალი ტარიფი მოითხოვა საწვავის ტრანზიტისთვის.
- აზერბაიჯანულ პროსამთავრობო მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, აზერბაიჯანიდან სომხეთში ნავთობპროდუქტების გადასაზიდად საქართველომ ერთ ტონაზე „92$-იანი ტარიფი“ მოითხოვა;
- თბილისში განაცხადეს, რომ აზერბაიჯანიდან სომხეთში საწვავის „ერთჯერად იმპორტს“, სახელმწიფო „სრულიად უსასყიდლოდ“ განახორციელებდა.
აზერბაიჯანული პროსახელისუფლებო გამოცემა Minval Politika ირწმუნება, რომ ბაქო სომხეთის საზღვრამდე რკინიგზის აღდგენის შესაძლებლობას განიხილავს „თბილისის სატარიფო დემარშის საპასუხოდ“.
ფორუმი