როგორ ცხოვრობენ პაკისტანში ალექსანდრე მაკედონელის ჯარისკაცთა შთამომავლები
ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში, ავღანეთის მოსაზღვრე მაღალმთიან რეგიონში ცხოვრობს ხალხი, რომელიც ძველთაძველ, პრეისლამურ კულტურას მიეკუთვნება. კალაშებს, როგორც მათ უწოდებენ, ადგილობრივი მუსლიმებისაგან განსხვავებული ტრადიციები აქვთ შენარჩუნებული. მათი ნაწილი პოლითეისტური რელიგიის მიმდევარია, ღვინოს აყენებს და ასე აგრძელებს ტრადიციებს, რომლებიც შორეული წინაპრებისაგან შემორჩა: ალექსანდრე მაკედონელის ჯარისკაცებისაგან! ამ დღეებში კალაშებმა (პაკისტანში მათი რიცხვი, ბოლო მონაცემებით, სულ 4000-მდეა) მოიპოვეს უფლება, რომ ცალკე ეთნიკურ და რელიგიურ თემად ჩაითვალონ. სასამართლოს 4 აპრილის გადაწყვეტილებით, „კალაშად“ წოდებული თემის წევრები ცალკე უნდა იქნენ აღრიცხული მოსახლეობის აღწერისას, რომელიც პაკისტანში ახლა მიმდინარეობს. ამ თემას ეხება პაკისტანიდან, ჰინდუქუშის მთებიდან ვიდეორეპოტაჟი, რომელიც 2015 წლის მაისში მოამზადა ჩვენმა კოლეგამ, რადიო თავისუფლების პაკისტანური სამსახურის კორესპონდენტმა ღულამ ღაუსმა. (ქართული ვერსია: მარიამ ჭიაურელი, სალომე აფხაზიშვილი)
ეპიზოდები
-
აგვისტო 02, 2025
ნინო კასრაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
ივლისი 07, 2025
თავდასხმა „ოლე-ოლას“ სიმღერისთვის - ინტერვიუ ვანო თარხნიშვილთან
-
ივნისი 30, 2025
კამერით შესვლა აკრძალულია
-
ივნისი 29, 2025
ოკუპაცია: ჩორჩანა, ღოღეთი, ცხინვალი...
-
ივნისი 18, 2025
გოგი ალექსი-მესხიშვილი - 8 ფოტო არქივიდან