არასრულწლოვანთა დანაშაულის საფრთხე
4 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულია სამი სრულწლოვანი პირი, რომლებსაც დანაშაულის დაფარვაში ედებათ ბრალი. ერთ-ერთი მათგანი მშობელია, რომლის არასრულწლოვანი შვილები ასევე ფლობდნენ ინფორმაციას დანაშაულის ჩამდენი პირის შესახებ, თუმცა გამოძიებას არ შეატყობინეს. 4 დეკემბერს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა არასრულწლოვნების მკვლელობაში ბრალდებულ ორ პირს, რომელთაგანაც ერთი იმალებოდა და 4 დეკემბერს ჩაბარდა სამართალდამცველებს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების უდიდესი ნაწილი არ თანამშრომლობს გამოძიებასთან. ბოლო დღეებში საზოგადოება კიდევ ერთი შემზარავი ფაქტის მოწმე გახდა: ასევე მოზარდი მოკლეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფშკვითში. წინასწარი ინფორმაციით, ისიც თანატოლმა გაიმეტა. როგორ უნდა დაძლიოს სახელმწიფომ და საზოგადოებამ არასრულწლოვანთა დანაშაულის პრობლემა?
ეპიზოდები
-
აგვისტო 06, 2025
გიორგი ახობაძე თავისუფალია
-
აგვისტო 02, 2025
ნინო კასრაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
ივლისი 07, 2025
თავდასხმა „ოლე-ოლას“ სიმღერისთვის - ინტერვიუ ვანო თარხნიშვილთან
-
ივნისი 30, 2025
კამერით შესვლა აკრძალულია
-
ივნისი 29, 2025
ოკუპაცია: ჩორჩანა, ღოღეთი, ცხინვალი...