ბეტონის სხვა სახე
გურამ მურადოვი ფოტოგრაფია, თუმცა დიდი ხანი არ არის, რაც მის ძირითად საქმიანობას კიდევ ერთი დაემატა და ცემენტისგან სანათების, საათების, საყვავილეებისა და სხვა დეკორატიული ნივთების კეთება დაიწყო. თავიდან ეს საქმე მხოლოდ სიამოვნების მომტანი ჰობი იყო, ერთობოდა, თუმცა ნელ-ნელა ნამუშევრები სოციალურ ქსელში ბევრმა ადამიანმა მოიწონა და მალე პოპულარულიც გახდა. გურამს იმედი აქვს, რომ, ერთხელაც, საკუთარი სახელოსნო და მაღაზიაც ექნება. მითუმეტეს, რომ ყოველდღე თავში ახალი იდეა მოსდის – თუ რა შეიძლება გაკეთდეს, ერთი შეხედვით, უხეში მასალისგან, რომელიც, ძირითადად, მასიურ ბეტონის მშენებლობებთან ასოცირდება. ამ დროს კი, ცემენტისგან ისეთი ნივთის გაკეთებაც შესაძლებელია, როგორიც, მაგალითად, არის ჭადრაკი.
ეპიზოდები
-
ივნისი 18, 2025
გოგი ალექსი-მესხიშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ივნისი 16, 2025
რატომ ჩქარობს სასამართლო
-
ივნისი 05, 2025
„პატარაში გადაგიყვანთ“ - ბრძოლა სასამართლო დარბაზისთვის
-
მაისი 04, 2025
რაც ვნახე და მოვისმინე კურორტზე