თავდაპირველად ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა საქმიანობით არიან დაკავებული საქართველოში მობილობა-ორიენტაციის ინსტრუქტორები; შემოგთავაზებთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ევროპარლამენტარ რებეკა ჰარმსთან, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველო დიდწილად არამეგობრული ქვეყნების გარემოცვაში აღმოჩნდა; ვისაუბრებთ ფესტივალზე სახელწოდებით “SOU”; შევეცდებით გავარკვიოთ, თუ რამ გამოიწვია ყინულოვანი შელფის მოწყვეტა ანტარქტიკაში; რადიოჟურნალ „მეათე სტუდიას“ კი ტრადიციულად დაასრულებს დავით კაკაბაძისა და დავით ქლიბაძის მიერ მომზადებული სპორტული მიმოხილვა.