შუმბას და-ძმა ჰყავს!
თბილისის ზოოპარკში მომხდარ ტრაგედიას ვერ გადაურჩა თეთრი ლომის ბოკვერი შუმბა. თუმცა გადარჩნენ მისი მშობლები, ცნობილი თეთრი ლომები - სამუელი და კლეოპატრა. ერთი კვირის წინ კი, თბილისის ზოოპარკში დიდი სიხარული იყო - ქვეყანას მოევლინენ შუმბას და-ძმები, თეთრი ლომების სამი ბოკვერი. წყალდიდობის შემდეგ ზოოპარკში ეს ლომების პირველი ნამატი იყო. ახლა კლეოპატრა პატარა ლომებთან ერთად იზოლირებულ ვოლიერში იმყოფება, სადაც მათ გამოკვებასა და მოვლაზე ზრუნავს. ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მზია შარაშიძე ამბობს, რომ თეთრი ლომების ნახვას ზოოპარკის სტუმრები მაშინ შეძლებენ, როცა „ამის უფლებას კლეოპატრა მისცემს“. გასულ წელს ზოოპარკში ლომებისთვის ახალი ვოლიერი გაკეთდა, რომელსაც სპეციალური დაჯავშნილი მინა აქვს და რომლის მიღმაც ლომების ოჯახის მონახულება გაცილებით უკეთაა შესაძლებელი.
ეპიზოდები
- 
ოქტომბერი 24, 2025ანკა კალატოზიშვილი - 8 ფოტო არქივიდან
 - 
ოქტომბერი 15, 2025ხმაური გართობით - დაბადების დღის ცენტრებში
 - 
ოქტომბერი 13, 2025ცირა ბარქაია - სადღესასწაულო ცენტრების შესახებ
 - 
ოქტომბერი 11, 2025უნიკალური ოაზისი თუ საიდუმლო საწვრთნელი ბანაკი?
 - 
ოქტომბერი 07, 20252025 წლის 4 ოქტომბერი
 - 
ოქტომბერი 04, 2025რატომ გარბიხართ, ბატონო ბიძინა?