როგორ ადგენენ ამინდს
საქართველოში ჰიდრომეტეოროლოგიური დაწესებულება 170 წელზე მეტია არსებობს და მისი საქმიანობის სფეროს დიდი ხნის ისტორია აქვს. პირველი სამეცნიერო კვლევითი დაწესებულება მაგნიტური გეოფიზიკური ობსერვატორია იყო, რომლის საფუძველზეც თანდათან განვითარდა ეს სისტემები და 1930-იანი წლებიდან ჩამოყალიბდა, როგორც რესპუბლიკური ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახური. 1990-იან წლებში, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, ჰიდრომეტეოროლოგიურ დაწესებულებას დაფინანსება შეუწყდა და სისტემა ჩამოიშალა. 2000 წლიდან მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ, დონორი ორგანიზაციების მეშვეობით, საქართველოს, როგორც ფინანსური, ისე ტექნოლოგიური დახმარება გაუწია. საქართველოში დღეს 120-მდე სადამკვირვებლო ქსელია. ქვეყნის რთული რელიეფური და მიკრო კლიმატური პირობების გამო, მათი რიცხვის ზრდა 400-დან 500-მდე იგეგმება, რის შემდეგაც ამინდის პროგნოზის გარჩევადობის ხარისხი გაცილებით მაღალი იქნება.
ეპიზოდები
-
აგვისტო 06, 2025
გიორგი ახობაძე თავისუფალია
-
აგვისტო 02, 2025
ნინო კასრაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
ივლისი 07, 2025
თავდასხმა „ოლე-ოლას“ სიმღერისთვის - ინტერვიუ ვანო თარხნიშვილთან
-
ივნისი 30, 2025
კამერით შესვლა აკრძალულია
-
ივნისი 29, 2025
ოკუპაცია: ჩორჩანა, ღოღეთი, ცხინვალი...