ინგლისსა და უელსში მიმდინარე მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე საქართველოს ნაკრებს პარასკევს, 25 სექტემბერს, უაღრესად პრინციპული მატჩი ელის: „ბორჯღალოსნები“ არგენტინელ „პუმებს“ დაუპირისპირდებიან. ხუთშაბათს საქართველოს ეროვნულმა გუნდმა გლოსტერის „კინგსჰოლმის“ სტადიონზე ივარჯიშა. ვარჯიშსა და მანამდე გამართულ პრესკონფერენციაზე გადაღებულ რამდენიმე სურათს ამ ფოტოგალერეაში გთავაზობთ.
ვიდრე "პუმებს" შევერკინებოდეთ
1
ეს ვარჯიშისთვის განკუთვნილი ინვენტარის მხოლოდ მცირე ნაწილია.
2
"ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი
3
საბრძოლო განწყობა ვარჯიშის დროსაც საჭიროა
4
შერკინება წარმოსახვით მეტოქესთან
5
შერკინების ბურჯები მიხეილ ნარიაშვილი (მარცხნივ) და დავით ზირაქაშვილი
6
მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე, "ბორჯღალოსანთა" 18 წლის ჰავბეკი ვასილ ლობჟანიძე
7
თამაზ მჭედლიძე კარგ გუნებაზეა.
8
ვარჯიში დამთავრდა, საქართველოს ნაკრების კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე ინტერვიუს აძლევს საზოგადოებრივი ტელევიზიის პირველ არხს.
9
პრესკონფერენცია თამაშის წინა დღეს: თამაზ მჭედლიძე (მარცხნივ) და მილტონ ჰეიგი.
10
დავით კაჭარავა პრესკონფერენციაზე საუბრისას