ინგლისსა და უელსში მიმდინარე მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატზე ყველა დიდი ინტერესით ელოდა შოტლანდიისა და იაპონიის ეროვნული გუნდების მატჩს - განსაკუთრების მას შემდეგ, რაც ასპარეზობის პირველ ტურში ამომავალი მზის ქვეყნის ნაკრებმა სამხრეთაფრიკელები დაამარცხა. თუმცა, იაპონელთა იმედი არ გამართლდა: შოტლანდიამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა (45:10) და აქტივში ხუთი ქულა ჩაიწერა. სურათები, რომლებსაც ფოტოგალერეაში გთავაზობთ, მატჩის წინ გლოსტერის "კინგსჰოლმის" სტადიონის მისადგომებთან არის გადაღებული.
"კაბიანი" ბიჭები და შარვლიანი გოგოები
1
რომ არავის დაავიწყდეს: გლოსტერი მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელია.
2
"კინგსჰოლმის" სტადიონისკენ მიმავალ ქომაგებს ასეთი კოშკურებიდან, მეგაფონების გამოყენებით ეხმარებიან ჩემპიონატზე დასაქმებული მოხალისეები.
3
შოტლანდია-იაპონიის თამაშის დღეს გლოსტერის ქუჩებში ხშირად გაიგონებდით შოტლანდიური გუდასტვირის ხმას - თუმცა მხოლოდ მაშინ, როცა მუსიკოსებს დაკვრის საშუალება მიეცემოდათ...
4
ტრადიციულ იაპონურ სამოსში გამოწყობილ ამ წყვილთან ერთად სურათის გადაღება ყველას სურდა.
5
გაუმარჯოს მეგობრობას!
6
"კაბიანი" ბიჭები...
7
...და შარვლიანი გოგოები.
8
იაპონიის ნაკრების მაისურები - ნამდვილი და დახატული.
9
ამ იაპონელ ქომაგს აშკარად გამარჯვების იმედი ჰქონდა...
10
საყვარელი გუნდის გამარჯვებაში არც ამ შოტლანდიელ ცოლ-ქმარს ეპარებოდა ეჭვი.