„ვეფხისტყაოსანი“ მაია ნოდარიშვილის ნახატებში
მაია ნოდარიშვილს არასოდეს დაუხატავს პეიზაჟები, პორტრეტები თუ ნატურმორტები, არ უმუშავია ფერწერასა და გრაფიკაში, არც სამხატვრო აკადემიაში უსწავლია - ის თვითნასწავლი მხატვარია, თუ არ ჩავთვლით ხატწერის შემსწავლელ რამდენიმეთვიან კურსს სასულიერო სემინარიაში. იმ დღიდან, როცა ხატვა მოუნდა და გადაწყვიტა, რომ ეს მისი ერთადერთი საქმე და მთავარი სიყვარულიც იქნებოდა, ფუნჯისთვის ხელი არ გაუშვია. მთავარია ჰქონდეს დაფხვნილი ქვა, საღებავი, ტრადიციული ნაზავი - კვერცხის, ძმრისა და წყლის და ზედაპირი, რომელზეც მისი ნახატები ზოგჯერ თვეების განმავლობაში იხატება. მაია ნოდარიშვილი ძირითადად რელიგიური შინაარსის ნახატებს ქმნის - უცნაურ ანგელოზებს, წმინდანებს, მეფეებსა და დედოფლებს ხატავს. ბოლო რვა წელია „ვეფხისტყაოსნის“ დასურათებაზე მუშაობს - 45 ნახატი უკვე გამოსაფენად მზადაა, თუმცა მანამდე მათ პირველად რადიო თავისუფლების მაყურებელი სწორედ ამ ვიდეოთი იხილავს. მასში ნოდარ ბეგიაშვილის მიერ მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაწერილი ბავშვების ხმებიც გამოვიყენეთ, კერძოდ კი, მათ მიერ წაკითხული ნაწყვეტები „ვეფხისტყაოსნიდან“ პროექტისათვის - „ჩვენ ვკითხულობთ, ვსწავლობთ და ვასურათებთ „ვეფხისტყაოსანს“.
ეპიზოდები
-
ოქტომბერი 24, 2025ანკა კალატოზიშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ოქტომბერი 15, 2025ხმაური გართობით - დაბადების დღის ცენტრებში
-
ოქტომბერი 13, 2025ცირა ბარქაია - სადღესასწაულო ცენტრების შესახებ
-
ოქტომბერი 11, 2025უნიკალური ოაზისი თუ საიდუმლო საწვრთნელი ბანაკი?
-
ოქტომბერი 07, 20252025 წლის 4 ოქტომბერი
-
ოქტომბერი 04, 2025რატომ გარბიხართ, ბატონო ბიძინა?