“ამის პატრონმა რა ქნას?“ - ეკოლოგიური პროექტი რუსთავში
რუსთავის ყველაზე აქტიურმა ეკოლოგიურმა ჯგუფმა, „გავიგუდეთ“, დაიწყო ახალი სოციალური პროექტი - “ამის პატრონმა რა ქნას?“ ზრდასრულები და ბავშვები ერთად ზრუნავენ ეკოლოგიაზე. პროექტის მიზანია სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება და ცნობიერების გაზრდა გარემოს დაცვის კუთხით და, ასევე, ერთიანი საწარმოო სივრცის შექმნა ეკოლოგიური იდეებისთვის. აქტივისტებმა რუსთავში, თავისუფლების მოედანზე დაყრილ ნაგავს - სიგარეტის ნამწვებს, კოლოფებს, ერთჯერად ხელსახოცებს - მოსწავლეებთან ერთად სპეციალური ნიშნები დაადეს წარწერით “ამის პატრონმა რა ქნას?" იმის ნიშნად, რომ მოქალაქეები ამ ნარჩენებს არა ქუჩაში, არამედ სანაგვე ურნაში უნდა ყრიდნენ. მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა მსგავსი აქცია იმ საწარმოებთან გამართეს, რომლებიც გამონაბოლქვით ჰაერს აბინძურებენ.
ეპიზოდები
-
ივნისი 18, 2025
გოგი ალექსი-მესხიშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ივნისი 16, 2025
რატომ ჩქარობს სასამართლო
-
ივნისი 05, 2025
„პატარაში გადაგიყვანთ“ - ბრძოლა სასამართლო დარბაზისთვის
-
მაისი 04, 2025
რაც ვნახე და მოვისმინე კურორტზე