Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ალასანია - გამაფრთხილებელი ნიშნების უგულებელყოფის შედეგები - პოდკასტი 2150


გადმოწერა

პოლიტიკიდან თითქმის ათი წლის წინ წასული ირაკლი ალასანია, თავდაცვის ყოფილი მინისტრი და საქართველოს ყოფილი ელჩი გაეროში საჯარო სივრცეში თითქმის არასოდეს ჩნდება და არც მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აკომენტარებს.

ბიზნესში წასულმა რამდენიმე წლიანი დუმილი საქართველოს მხრიდან ევროინტეგრაციის პროცესის შეწყვეტის შემდეგ დაარღვია. 2024 წლის 1 დეკემბერს, თბილისში მიმდინარე მასშტაბური საპროტესტო აქციების ტალღას და პოლიციელების ძალადობას ის წერილით გამოეხმაურა, სადაც ნათქვამი იყო:

„ხალხის ხმის ძალადობრივი ჩახშობა მიუღებელია. ბრძოლა ევროპული მომავლისთვის არა მხოლოდ ერთადერთი პრაგმატული გზაა, არამედ მორალურიც იმ ათასობით ღირსეული მოქალაქის ხსოვნის ერთგულებისთვის, ვინც სიცოცხლე შესწირა საქართველოს თავისუფლებას.”

2025 წლის 12 თებერვალს ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ დაადგინა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა „კაბელების საქმეზე“ - ეს იყო პირველი სისხლის სამართლის საქმე, სადაც ბიძინა ივანიშვილთან კოალიციაში ყოფნის გამოცდილების ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პოლიტიკური მართლმსაჯულების მათ წინააღმდეგ გამოყენებაზე ალაპარაკდნენ.

სტრასბურგის გადაწყვეტილებიდან ერთი კვირის შემდეგ ირაკლი ალასანია პასუხობს კითხვებს მმართველობაში გაჩენილ პირველ ბზარებზე, გაუთვალისწინებელ გამაფრთხილებელ ნიშნებზე და იმაზეც, სად არის ახლა, რატომ აღმოჩნდა პოლიტიკიდან თამაშგარე მდგომარეობაში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG