„მაგრამ საქართველო ყოველთვის გაიმარჯვებს. ყოველთვის გვინდა ვიყოთ ანწუხელიძის მსგავსად ძლიერები, მტკიცენი, უნდა მივემსგავსოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ჰქონდათ იმის ძალა, სიმტკიცე, სიჯიუტე და ვაჟკაცობა, რომ ქართული დროშისთვის ფეხი არ დაედგათ“ - თქვა 13 აპრილს, ბზობის დღესასწაულზე ქადაგებისას ამბიონიდან სამების საკათედრო ტაძრის არქიმანდრიტმა, ილია თოლორაიამ. ის ერთ-ერთია იმ სულ რამდენიმე სასულიერო პირს შორის, რომელიც ღიად აფიქსირებს საკუთარ აზრს მიმდინარე მოვლენებზე, გულშემატკივრობს უწყვეტ პროტესტს საქართველოში და ვალდებულად მიიჩნევს თავს, დაიცვას საქართველოს ევროპული არჩევანი.
ილია თოლორაიასთან ერთად განვიხილავთ იმ ღირებულებათა ომი, რომელიც პოლიტიკურ კრიზისს ახლავს თან - რა ხდება როცა ომში მტერთან დაღუპული მეომრების გმირობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ისტორიის რევიზია იწყება და “ავზე ავის” თქმა თავდასხმად და შეურაცხყოფად ფასდება. ამ ვითარებაში კვლავ ღიად არის კითხვა ეკლესიის როლის შესახებ გახლეჩილ საზოგადოებაში.
მართლმადიდებლური ეკლესია ზოგჯერ ერთადერთი ადგილია, სადაც მთავრობის წევრები ექსცესების გარეშე მიდიან და კეთილგანწყობილ დახვედრასაც იღებენ სასულიერო პირებისგან - ასე მოხდა მაგალითად 9 აპრილს, როცა დაღუპულ გმირთა მემორიალთან ტერიტორია პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა დაიკავეს.
ფორუმი