ეს არის ამბავი შოვზე, კურორტზე, რომელიც 2023 წლის 3 აგვისტოს მოვარდნილმა ღვარცოფმა რამდენიმე წამში გაანადგურა. სტიქიამ, რომელიც რაჭის მთის კურორტს დღის სამ საათზე დაატყდა თავს, 33 ადამიანი იმსხვერპლა. დაკარგულებს კვირების განმავლობაში ეძებდნენ - ერთი მოზარდი ამ დრომდე არ უპოვიათ. ახლა ამ ადგილას ღვარცოფისგან დატოვებული და მთიდან ჩამოტანილი ტალახის, ქვების, ხეების და სხვა ნარჩენების გაქვავებული ბორცვებია. ფეხით გადაადგილდება ძალიან ჭირს. ეს ზონა კი ისევ საფრთხის შემცველ ზონად ითვლება. გამოძიება ამ დრომდე არკვევს, მოჰყვა თუ არა სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობასა და სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას. ამ დანაშაულებს სისხლის სამართლის კოდექსის ორი, 116-ე და 240-ე მუხლები ითვალისწინებს. თუმცა იურისტები თვლიან, რომ გამოძიება სხვა ორი მუხლითაც უნდა წარიმართოს - 128-ე მუხლით - განსაცდელში მიტოვება და 342-ე მუხლით - სამსახურებრივი გულგრილობა. გამოძიების ახალი დეტალები ამ დრომდე უცნობია. კურორტ შოვის აღდგენაზე დღეს არავინ ლაპარაკობს. ხოლო კითხვაზე, ისევ იქნება შოვი? პასუხი ხშირად დუმილია. რაც ზუსტად იციან, შოვში მხოლოდ ხსოვნის მემორიალი დაიდგმება.
როგორ გაქრა შოვი
ეპიზოდები
- 
![მხატვარი ანკა კალატოზიშვილი]() ოქტომბერი 24, 2025 ოქტომბერი 24, 2025ანკა კალატოზიშვილი - 8 ფოტო არქივიდან
- 
![ხმაური გართობით - დაბადების დღის ცენტრებში]() ოქტომბერი 15, 2025 ოქტომბერი 15, 2025ხმაური გართობით - დაბადების დღის ცენტრებში
- 
![ცირა ბარქაია - სადღესასწაულო ცენტრების შესახებ]() ოქტომბერი 13, 2025 ოქტომბერი 13, 2025ცირა ბარქაია - სადღესასწაულო ცენტრების შესახებ
- 
![უნიკალური ოაზისი თუ საიდუმლო საწვრთნელი ბანაკი?]() ოქტომბერი 11, 2025 ოქტომბერი 11, 2025უნიკალური ოაზისი თუ საიდუმლო საწვრთნელი ბანაკი?
- 
![2025 წლის 4 ოქტომბერი]() ოქტომბერი 07, 2025 ოქტომბერი 07, 20252025 წლის 4 ოქტომბერი
- 
![Georgia -- Bidzina Ivanishvili, elections, cover]() ოქტომბერი 04, 2025 ოქტომბერი 04, 2025რატომ გარბიხართ, ბატონო ბიძინა?
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ფორუმი