სად არის ლუკას ადგილი?
ამ ინტერვიუში თქვენ მოისმენთ აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე 14 წლის ლუკას დედის, ნინო მხეიძის მონათხრობს, თუ როგორ არ აღმოჩნდა ამ ქვეყანაში არსად ადგილი, გარდა ფსიქიატრიული დაწესებულებისა, მისი შვილის დასახმარებლად და მისი ქცევის სამართავად. სადამდე შეიძლება მივიდეს მშობლის სასოწარკვეთა და საშველად გამოიძახოს სასწრაფო დახმარება, რომელიც მის შვილს, გადასარჩენად და ოჯახის წევრების გადასარჩენადაც, წაიყვანს იქ, სადაც მისი ადგილი არ არის - ფსიქიატრიულში, იმიტომ რომ დღის ცენტრები ლუკას არ იღებენ. რა გზა რჩება მშობელს, რომელსაც სახელმწიფო ყველაფერზე უარს იმ მოტივით ეუბნება, რომ დღეს შესაბამისი სერვისი არ არსებობს, ლუკასნაირი ბავშვი კი ქვეყანაში „არც ისე ბევრია“. ნინო მხეიძე დღეს იბრძვის ლუკასთვის და ყველა სხვა მისნაირი დიაგნოზის მქონე ბავშვისთვის, თუნდაც ისინი ერთეულები იყვნენ.
ეპიზოდები
-
ოქტომბერი 24, 2025ანკა კალატოზიშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ოქტომბერი 15, 2025ხმაური გართობით - დაბადების დღის ცენტრებში
-
ოქტომბერი 13, 2025ცირა ბარქაია - სადღესასწაულო ცენტრების შესახებ
-
ოქტომბერი 11, 2025უნიკალური ოაზისი თუ საიდუმლო საწვრთნელი ბანაკი?
-
ოქტომბერი 07, 20252025 წლის 4 ოქტომბერი
-
ოქტომბერი 04, 2025რატომ გარბიხართ, ბატონო ბიძინა?