რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში იყო საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე მადონა კოიძე. მან ილაპარაკა ფედერაციის მიერ ჩატარებული ხორცპროდუქტების კვლევის შედეგებზე, რომლის მიხედვითაც გამოვლინდა უხარისხო და ჯანმრთელობისათვის საზიანო ძეხვეული.