„ვერ მივიღებ, რომ საქართველო დავკარგოთ“, - აცხადებს რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში გაფართოების ევროკომისარი მარტა კოსი. მისი თქმით, ბრიუსელი დემოკრატიული უკუსვლის საპასუხო ზომებად განიხილავს კანდიდატის სტატუსის გაყინვას და სავაჭრო შეთანხმების (DCFTA-ის) გადახედვას, თუმცა „ფრთხილობს“.