27 იანვარს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ირაკლი მელაშვილი, კოალიციის - ”არჩევნის თავისუფლებისთვის” - წარმომადგენელი. მან ილაპარაკა საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შესახებ, რომლებიც, ირაკლი მელაშვილის თქმით, სერიოზულ ხარვეზებს შეიცავს და მათი განხორციელება პრობლემებს შექმნის. მისი თქმით, სულ მალე არასამთავრობო ორგანიზაციები საკანონმდებლო ცვლილებათა თავიანთ პროექტს წარმოადგენენ.