სასჯელაღსრულების სისტემაში კვლავაც უპირატეს პრობლემად რჩება არასათანადო მოპყრობა. ამას არაერთი ადგილობრივი, თუ საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევა ადასტურებს. რა შეიძლება იყოს გამოსავალი - მონიტორინგის გაძლიერება სასჯელაღსრულების დაწესებულებებზე, თუ რაიმე სხვა ტიპის სისტემური მიდგომა ხელისუფლების მხრიდან? ნინო გელაშვილმა თემაზე სასაუბროდ თბილისის სტუდიაში მიიწვია - მარიამ ჯიშკარიანი, წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ ”ემპათიის” ხელმძღვანელი და ნათია იმნაძე, სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი.