პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახელით „ფეისბუკზე", მის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა წერილი, რომელშიც აღწერილია, საქართველოს მთავრობის ადგილზე როგორ დაეხმარებოდა უკრაინას. ექსპრეზიდენტის ხედვა 5 პუნქტისგან შედგება:
რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან 100 ათასზე მეტ ჯარისკაცს და სამხედრო ტექნიკას მოუყარა თავი. აშშ-ისა და მისი მოკავშირეების აზრით, ეს შეიძლება მოასწავებდეს, რომ მოსკოვი უკრაინაში შეჭრას აპირებს. ნატოს წევრი ქვეყნების ნაწილი უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევს. ჩრდილო-ატლანტიკუი ალიანსი და აშშ აძლიერებს უკრაინის მოსაზღვრე ალიანსის წევრების დაცვასაც. საქართველოს პარლამენტმა სპეციალური რეზოლუციით დაუჭირა მხარი უკრაინაში ვითარების დეესკალაციას. რეზოლუციას მხარი მხოლოდ მმართველი პარტიის წევრებმა დაუჭირეს. ოპოზიცია ტექსტში რუსეთის ხსენებას ითხოვდა.
ასევე ნახეთ პოლონეთის პრეზიდენტის მოულოდნელი ვიზიტი: რა განცხადებები გააკეთეს დუდამ და ზურაბიშვილმაძალის დემონსტრირება: ახალი ფოტომასალა უკრაინის გარშემო რუსეთის შეიარაღების კონცენტრაციაზე
ასევე ნახეთ რატომ ვერ იჩენს ძალას ევროპა უკრაინის კრიზისში