Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის კანცლერი ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად „მალე“ ესტუმრება მოსკოვს


ოლაფ შოლცი
ოლაფ შოლცი

გერმანული და ამერიკული გამოცემების ცნობით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად მოსკოვში გაემგზავრება გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი, რომელმაც „ძალიან სერიოზული უწოდა“ უკრაინის საზღვართან შექმნილ სიტუაციას.

მანამდე გერმანიის კანცლერი აშშ-ში ჩავა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდება აუცილებელი საკითხების განსახილველად.

კანცლერს მოსკოვში ჩასვლის კონკრეტულ თარიღზე არ უსაუბრია, მაგრამ აღნიშნა, რომ „შეხვედრა დაგეგმილია და ის უახლოეს ხანში გაიმართება“.

რუსეთში გერმანიის კანცლერის მოსალოდნელი ვიზიტის ფონია უკრაინა-რუსეთის საზღვარზე ვითარების ესკალაცია. დასავლეთი შიშობს, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ინტერვენციისათვის ემზადება.

ევროკავშირს მომზადებული აქვს სანქციების პაკეტი, რომელსაც მოსკოვს დაუწესებენ უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში, იგი შეიძლება მოიცავდეს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-საც“, - ამის თაობაზე იანვრის ბოლოს განაცხადა ბუნდესტაგში გამოსვლისას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა.

XS
SM
MD
LG