კადიროვის კრიტიკოსი ტუმსო აბდურახმანოვი აღარ ჩანს მისი მკვლელობის შესახებ დაუდასტურებელი ცნობის გავრცელების შემდეგ

ტუმსო აბდურახმანოვი

რამზან კადიროვის კრიტიკოსი ტუმსო აბდურახმანოვი აღარ გამოდის კავშირზე მას შემდეგ, რაც გავრცელდა გადაუმოწმებელი ცნობა მისი მკვლელობის შესახებ. ევროპაში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლებმა ასევე არ იციან, სად იმყოფება ტუმსოს ძმა, უფლებადამცველი მოჰამედ აბდურახმანოვი.

დაუდასტურებელი ინფორმაცია შვედეთში ტუმსო აბდურახმანოვის მკვლელობის შესახებ 1 დეკემბერს გამოჩნდა არაღიარებული იჩქერიის მხარდამჭერთა ერთ-ერთ ტელეგრამის არხზე. პუბლიკაციას თან ახლდა მიმოწერა ამ ცნობის გამავრცელებელ ინსტაგრამის მომხმარებელ ქალთან, რომელიც, როგორც მისი სიტყვებიდან გამომდინარეობს, აბდურახმანოვის მეზობელია.

მას შემდეგ, რაც ტელეგრამის არხებით ეს შეტყობინება გავრცელდა, „კავკაზ.რეალიის“ რედაქცია არაერთხელ შეეცადა ტუმსო აბდურახმანოვთან და მის ძმასთან დაკავშირებას, მაგრამ უშედეგოდ. მათი ადგილსამყოფელი ასევე უცნობია ჩეჩნეთის ადამიანის უფლებათა ასოციაცია „ვაიფონდისთვის“.

ტუმსო აბდურახმანოვის უკანასკნელი ვიდეობლოგი ტელეგრამის არხში 30 ნოემბრის საღამოს გამოქვეყნდა.
შვედეთის სამართალდამცავი ორგანოების ოფიციალურ რესურსებზე ტუმსო აბდურახმანოვის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

ასევე ნახეთ

ინტერპოლმა ჩეჩენ ოპოზიციონერ ბლოგერზე ძებნის გამოცხადებაზე უარი თქვა
  • გასული წლის თებერვალში ოპოზიციონერ ჩეჩენ ბლოგერზე, ტუმსო აბდურახმანოვზე, შვედეთში თავდასხმა განხორციელდა. დანაშაული გროზნოდან ბრძანებით ჩაიდინა რუსეთის მოქალაქე რუსლან მამაევმა, რომელსაც შვედეთში ასამართლებენ.
  • ჩეჩენი ბლოგერის ადვოკატმა, იენს შელუნდმა განაცხადა სასამართლოზე, რომ ჩეჩნეთის ხელისუფლები ტუმსო აბდურახმანოვის მოკვლისთვის მამაევს ჯილდოს დაჰპირდნენ.
  • საიტ „კავკაზ.რეალიის“ ცნობით, რუსეთში აბდურახმანოვის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ექსტრემისტული საქმიანობისკენ მოწოდების გამო. ხოლო თავად ბლოგერი იძულებული გახდა დაეტოვებინა ჩეჩნეთის რეგიონი და რუსეთი და საცხოვრებლად შვედეთში გადასულიყო.