„შვილის“ ახალ ეპიზოდში სააკაშვილის ხელისუფლების უშიშროების საბჭოს მდივანი არ უარყოფს, რომ არგენტინული ფეხბურთის ბრუტალურობა, მიზანდასახულობა, შესაძლებელია, მართლაც ახლოსაა მის ხასიათთან, თუმცა იმ ადამიანებისიც ესმის, ვინც მისი ყოფილი პოლიტიკური გუნდის შესახებ საუბრისას მოითხოვს სიტყვა „შეცდომა“ უფრო მძიმე სიტყვით, „დანაშაულით“ შევცვალოთ.
შვილი: გიგა ბოკერია
Your browser doesn’t support HTML5
პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი და დამფუძნებელი გიგა ბოკერია ამაყობს, რომ ნანა ალექსანდრიას შვილია, თუმცა აღიარებს, რომ არასდროს ჰყვარებია ჭადრაკი. ყოველთვის ფეხბურთი იტაცებდა და არგენტინის ნაკრების ფანი იყო.