პარიზში გამართული შეხვედრების შემდეგ მარკო რუბიო სერგეი ლავროვს ესაუბრა

მარკო რუბიო, სერგეი ლავროვი (ფოტოკოლაჟი)

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერ ტამი ბრიუსის ინფორმაციით, 17 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ესაუბრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, სახელმწიფო მდივანმა რუს კოლეგას გადასცა იგივე გზავნილი, რაც მან გაუზიარა უკრაინის დელეგაციასა და ევროპელ მოკავშირეებს პარიზში: პრეზიდენტ ტრამპსა და აშშ-ს სურთ ამ ომის დასრულება და ახლა ყველა მხარეს წარუდგინეს ხანგრძლივი და განგრძობადი მშვიდობის მონახაზი.

"პარიზში აშშ-ის მიერ შეთავაზებული ჩარჩოს იმედისმომცემი მიღება აჩვენებს, რომ მშვიდობა შესაძლებელია, თუკი ყველა მხარე მოიწადინებს შეთანხმების მიღწევას" - ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ასევე ნახეთ

პარიზში მიმდინარეობს მრავალმხრივი მოლაპარაკებები უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხზეუკრაინის დელეგაცია პარიზში ჩავიდა ევროპელ და ამერიკელ მაღალჩინოსნებთან შესახვედრადრუბიო და უიტკოფი დღეს პარიზში გაემგზავრებიან - უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებებისთვისრუსეთის არმია უკრაინის ჩრდილოეთითა და აღმოსავლეთით მიიწევს. შეიცვლება თუ არა ფრონტის ხაზი 2025 წელს? გენერალი სირსკი: რუსეთი ხარკოვის და სუმის ოლქებში ახალ შეტევაზე გადავიდა