დარტყმის ძირითადი მიმართულება იყო უკრაინის დედაქალაქი კიევი.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, მასირებული კომბინირებული შეტევა განხორციელდა რუსეთის ბრიანსკის, ვორონეჟის, კურსკის, სარატოვის, ბელგოროდის და პრიმორსკო-ახტარსკის რაიონებიდან, ანექსირებული ყირიმიდან და დონეცკის ოლქის ოკუპირებული ნაწილიდან.
ასევე ნახეთ კიევში დიდი მსხვერპლია, რუსეთმა უკრაინაზე რაკეტებით და დრონებით მასირებული იერიში მიიტანასაჰაერო ძალების სარდლობის განცხადებით, 23 აპრილის საღამოს რვის ნახევრიდან მთელი ღამის განმავლობაში აღმოჩენილი იყო მოწინააღმდეგის 215 საჰაერო სამიზნე:
11 ბალისტიკური რაკეტა „ისკანდერი-მ“;
37 ფრთოსანი რაკეტა Х-101;
6 ფრთოსანი რაკეტა „ისკანდერი-კ“;
12 ფრთოსანი რაკეტა „კალიბრი“;
4 მართვადი საავიაციო რაკეტა Х-59/Х-69;
145 უპილოტო საფრენი აპარატი.
საჰაერო ძალების სარდლობის ცნობითვე, 24 აპრილის დილის 10 საათისთვის დადასტურებული იყო უკრაინის ჯარების მიერ 64 ე.წ. დამრტყმელი დრონის და 7 ბალისტიკური, 37 ფრთოსანი და 4 მართვადი საავიაციო რაკეტის ჩამოდგება.
ასევე ნახეთ კიევში 70-ს გადააჭარბა რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად დაშავებულთა რიცხვმაუკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთის ჯარების მასირებული შეტევის შედეგად კიევში, სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა და 70-ზე მეტი დაშავდა.
დღის 12 საათისთვის უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის სპიკერმა პავლო პეტროვმა გამოცემა „უკრაინსკა პრავდას" განუმარტა, რომ ნაპოვნია 8 იდენტიფიცირებული ცხედარი და სხეულის ნაწილები. პეტროვის თანახმად, ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, ეს ნაწილები მეცხრე დაღუპულისაა, თუ უკვე ამოცნობილების.
რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავდნენ უკრაინის ათამდე რეგიონშიც.
ქალი ამოიყვანეს საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან კიევზე რუსული სარაკეტო დარტყმების შემდეგ. 24 აპრილი, 2025.
კიევსა და ოლქებში დანგრეული ან დაზიანებულია სახლები, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებები, ადმინისტრაციული შენობები, საწარმოები და სარკინიგზო ინფრასტრუქტურა.
იმ მონაცემების მიხედვით, რომლებსაც განგაშის შესახებ მოქალაქეების გაფრთხილების მიზნით გასული საღამოდან სოციალური ქსელებით აქვეყნებდა უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა, ქვეყნის რეგიონებზე 23 აპრილს, საღამოს შვიდი საათის შემდეგ დაიწყო უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმა, 24 აპრილს, შუაღამის შემდეგ კი მათ დაემატა ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით შეტევა.
სარაკეტო თავდასხმის გამო უკრაინაში გამოცხადებული საჰაერო განგაში დილის რვის ნახევრისთვის შეწყდა.
ასევე ნახეთ „ზეწოლა მოსკოვზე უნდა იყოს და არა კიევზე" - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი