ტრამპი პუტინს: „ვლადიმირ, შეჩერდი!“

რუსეთის მიერ კიევის დაბომბვის შედეგად დანგრეული შენობები. 24 აპრილი, 2025.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მიმართა და მოუწოდა, შეწყვიტოს უკრაინის დაბომბვა - ტრამპმა პუტინს მიმართა მას შემდეგ, რაც 24 აპრილს 12 ადამიანი დაიღუპა რუსეთის საოკუპაციო ძალების მასირებული შეტევის შედეგად.

"არ ვარ კმაყოფილი რუსეთის დარტყმებით კიევზე, - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში, - არასაჭიროა და ძალიან ცუდი დროა. ვლადიმირ, გაჩერდი!"

"კვირაში 5000 ჯარისკაცი იღუპება. მოდი, დავასრულოთ სამშვიდობო შეთანხმება“, - დაწერა ტრამპმა.

რუსული დრონის აფეთქება კიევის საცხოვრებელ უბანში. 24 აპრილი, 2025

რუსეთმა უკრაინის დედაქალაქი ბალისტიკური რაკეტებითა და უპილოტო თვითმფრინავებით ოთხშაბათს დილით დაბომბა.

ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი თავდასხმა კიევზე ომის დაწყების შემდეგ. დაშავებულია 90 ადამიანი.

ასევე ნახეთ კრემლი კმაყოფილია ყირიმის შესახებ ტრამპის განცხადებით

მასირებული შეტევის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავდნენ უკრაინის კიდევ ათამდე რეგიონში.

ასევე ნახეთ უკრაინაზე მასირებული შეტევის შემდეგ რუსეთმა გამოაცხადა, რომ სამხედრო ობიექტებს დაარტყა

დანგრეული ან დაზიანებულია სახლები, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებები, ადმინისტრაციული შენობები, საწარმოები და სარკინიგზო ინფრასტრუქტურა.

შეტევის მსხვერპლთა პატივსაცემად კიევის მერმა 25 აპრილი გლოვის დღედ გამოაცხადა.

ასევე ნახეთ კიევის მერმა 25 აპრილი გლოვის დღედ გამოაცხადა