ვაგზლის მოედანთან ხანძრის გამო 93 პაციენტის სხვა კლინიკებში გადაყვანა გახდა საჭირო კლინიკა "ჰელსიკორიდან" - როგორც კლინიკაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, მათი პაციენტები დილის 7 საათიდან რეანიმობილებმა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა გადაიყვანეს სხვადასხვა საავადმყოფოში.
"პაციენტები უსაფრთხოდ არიან. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გეგმიური პროცედურები რაც დღეს იყო დაგეგმილი არ ჩატარდება", - ნათქვამია კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„პრობლემა შეექმნა ჩვენს ჟანგბადის ქარხანას, ჟანგბადს, გენერატორებს, ამიტომ მოგვიწია პაციენტების გადაყვანა სხვა კლინიკებში. ზოგი იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე, მათი გადაყვანა მოხდა რეანიმობილით, დანარჩენი სასწრაფოს მანქანით გადავიყვანეთ“, - უთხრა მედიას კლინიკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ ხანთაძემ.
ხანძართან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს "თოდუას კლინიკაც" - მისი ერთ-ერთი ფილიალი წინამძღვრიშვილის ქუჩაზე იმ ტერიტორიის სიახლოვესაა, სადაც ხანძარი მოხდა. როგორც კლინიკაში ამბობენ, მათმა უსაფრთხოების სისტემებმა უზრუნველყო შენობის დაკვამლიანების თავიდან აცილება და სტაციონარული პაციენტების გადაყვანა საჭირო არ გახდა. კლინიკამ მხოლოდ ერთი დღით შეაჩერა ამბულატორიული პაციენტების მიღება, ყველა სხვა დაგეგმილ პროცედურებს, როგორებიცაა პაციენტების გაწერა და დაგეგმილი ოპერაციებისთვის მომზადება, კლინიკა ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.
ასევე ნახეთ ე.წ. ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარმა დაახლოებით 15 000მ² გაანადგურაე.წ. ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაახლოებით 15 ათასი კვადრატული მეტრი დაიწვა. ხანძარი, რომლის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, დილის 6 საათისთვის გაჩნდა. მეხანძრე-მაშველები ცეცხლს დაახლოებით სამი საათის განმავლობაში აქრობდნენ.
ასევე ნახეთ „ბორჯომის ვაგზლის“ ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარიათბილისის ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე 2017 წელს დაიწვა სავაჭრო ცენტრი „ბავშვთა სამყარო". პროკურატურამ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის და სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებებით დააკავა ცენტრის დირექტორი და შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი.