საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

საქართველოს დროშა

107 წელი გავიდა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღებიდან. 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა.

1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, მაშინდელ გოლოვინის პროსპექტზე, დღევანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა.

ასევე ნახეთ Quiz - 26 მაისი

რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებელმა პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, ბოლშევიკური რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად.

70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა.

ასევე ნახეთ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
ასევე ნახეთ სალომე ზურაბიშვილი: 26 მაისი ჩვენია! საქართველოს ყველა მოქალაქე ჩავიბარებთ 26 მაისს
ასევე ნახეთ ირაკლი კობახიძე 26 მაისზე: ფეხი არ დაუცდეთ, ეს არის ძალიან მკაფიო გაფრთხილება
ასევე ნახეთ "საქართველოს ჰყავს ანტიქართული მთავრობა, ამიტომ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა, თავად იზეიმოს დამოუკიდებლობის დღე"