29 მაისს ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მისი, როგორც სპეციალური სახელმწიფო მოხელის უფლებამოსილების ვადა იწურება. მასკმა პრეზიდენტ ტრამპს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ზედმეტი ხარჯების შემცირების შესაძლებლობა მისცა.
ილონ მასკი აცხადებს, რომ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის მისია დროთა განმავლობაში მხოლოდ გაძლიერდება, რადგან მთელი მთავრობის ცხოვრების წესად იქცევა.
28 მაისს ტელეკომპანია CBS-მა გამოაქვეყნა ფრაგმენტი ილონ მასკის ინტერვიუდან, რომელშიც ეთერში სრულად 1 ივნისს გავა. მასკი იმედგაცრუებას გამოთქვამს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ კონგრესისთვის წარდგენილი „დიდი და ლამაზი“ საბიუჯეტო კანონპროექტის გამო. მასკი მიიჩნევს, რომ კანონპროექტი ბიუჯეტის დეფიციტს ზრდის და ძირს უთხრის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის მუშაობას.
კანონპროექტი, რომელსაც პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციაში „დიდს და ლამაზს" უწოდებენ, ითვალისწინებს საგადასახადო შეღავათების გაგრძელებას და ხარჯების გაზრდას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის შეიარაღებული ძალებისთვის და საზღვრების დასაცავად.
ასევე ნახეთ ტრამპის თქმით, მასკმა „სკალპელი“ უნდა გამოიყენოს და არა „ცული“ სახელმწიფო ხარჯების შემცირებისასაშშ-ის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩეულმა დონალდ ტრამპმა 2025 წელს შექმნა ახალი ფედერალური უწყება, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი და მისი ხელმძღვანელობა დაავალა თავის აქტიურ მხარდამჭერს, კომპანიების Tesla-ს და Space X-ის მფლობელს, მილიარდერ ილონ მასკს.
მასკი სპეციალურ სახელმწიფო მოხელედ დაინიშნა. ეს სტატუსი სახელმწიფოზე მუშაობის უფლებას აძლევდა წელიწადში 130 დღის განმავლობაში. თუ ათვლა დონალდ ტრამპის ინაუგურაციიდან, 2025 წლის 20 იანვრიდან დაიწყება, ეს ვადა მაისის ბოლოს იწურება.
ილონ მასკმა, როგორც მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ფედერალური ბიუჯეტიდან დაფინანსებული უწყებების ხარჯების შემცირება დაიწყო, რამაც ათიათასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვია. მოგვიანებით, ნაწილი სასამართლოს გადაწყვეტილებით სამსახურებში დააბრუნეს.
აპრილში მასკმა განაცხადა, რომ აპირებს მეტი დრო საკუთარ კომპანიებს დაუთმოს. მილიარდერმა ბიზნესმენმა ისიც თქვა, რომ ფედერალურ ბიუროკრატიასთან დაკავშირებული სიტუაცია იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ეგონა და მისი გამოსწორება ძალიან რთული ამოცანაა.
ილონ მასკს მიზნად გამოცხადებული ჰქონდა აშშ-ის ბიუჯეტიდან ორი ტრილიონი დოლარის დაზოგვა, თუმცა, დასახელებული თანხა მოგვიანებით მნიშვნელოვნად შეამცირა.
ასევე ნახეთ რას ნიშნავს „დიპ სტეიტი“ და „ლიბერალური ფაშიზმი“? ასევე ნახეთ ტრამპმა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტს ბრალდებებით უმასპინძლა