უკრაინის დედაქალაქ კიევზე რუსული რაკეტებით და დრონებით შეტევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ დილის რვის ნახევრისთვის ტელეგრამზე დაწერა კიევს მერმა, ვიტალი კლიჩკომ. მანამდე დადასტურებული იყო, რომ დაიღუპა 1 და დაშავდა 20 ადამიანი.
კლიჩკოს ინფორმაციით, კიევის რამდენიმე რაიონში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით კიევზე შეტევა 6 ივნისს, შუაღამის შემდეგ დაიწყეს.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ხანძრები გაჩნდა საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ზონებში. დაზიანებულია მეტროს ლიანდაგი. კიევის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
ასევე ნახეთ კიევის გარდა, რუსული დრონებით და რაკეტებით შეტევა იყო ლვოვზე, ტერნოპოლსა და ლუცკზე ასევე ნახეთ მოსკოვიდან და რუსეთის რამდენიმე რეგიონიდან დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან