კიევზე დრონებით შეტევა იყო

რუსეთის ჯარებმა კიევზე დრონებით შეტევა მიიტანეს 6 ივნისსაც

რუსეთის ჯარებმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი იერიში მიიტანეს. შეტევა 8 ივნისს, გვიან ღამით დაიწყო და 9 ივნისის დილამდე გაგრძელდა.

თავდასხმის გამო ამოქმედდა საჰაერო თავდაცვის სისტემა და გამოცხადდა განგაში, რომლის დროსაც მოქალაქეები ვალდებული არიან თავი უსაფრთხო ადგილებს შეაფარონ.

04:00 საათისთვის კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციამ მოქალაქეები გააფრთხილა, რომ არსებობს აერობალისტიკური რაკეტა „კინჟალით“ შეტევის საფრთხეც.

მანამდე ადმინისტრაციის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ დრონებით შეტევის შედეგად კიევის დარნიცკის რაიონში დაზიანდა საოფისე შენობა,

ასევე ნახეთ სამი მაშველი დაიღუპა კიევზე რუსული რაკეტებით და დრონებით შეტევისას

განახლება: კიევის ოლქის პოლიციის ინფორმაციით, რუსეთის შეტევის შედეგად ბორისპოლის რაიონში კერძო სახლი დაზიანდა. უკრაინის როვნოს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, რომელიც სხვა წყაროებით გადაუმოწმებელია, ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 479 დამრტყმელი დრონით და სხვადასხვა ტიპის 20 რაკეტით, მათ შორის 4 აერობალისტიკური „კინჟალით“. სარდლობის თანახმად, საჰაერო თავდაცვის საშუალებებით ჩამოაგდეს 277 დრონი და 19 რაკეტა.

ასევე ნახეთ უკრაინის გენშტაბი აცხადებს, რომ რუსეთში კიდევ ერთ სამხედრო აეროდრომს დაარტყეს
ასევე ნახეთ უკრაინის გენშტაბმა დაადასტურა დრონებით დარტყმა ჩებოქსარის ქარხანაზე