Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამი მაშველი დაიღუპა კიევზე რუსული რაკეტებით და დრონებით შეტევისას


კიევზე რუსეთის ჯარების შეტევის შედეგად განადგურებული ბინა. 2025 წლის 6 ივნისი
კიევზე რუსეთის ჯარების შეტევის შედეგად განადგურებული ბინა. 2025 წლის 6 ივნისი

კიევზე რუსული დრონებით და რაკეტებით დღევანდელი შეტევისას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის 3 მაშველი დაიღუპა. ამის შესახებ ტელეგრამზე წერს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ კლიმენკო.

მინისტრის განცხადებით, მტრის დარტყმების დროს მაშველები ხალხის დასახმარებლად მუშაობდნენ.

კლიმენკოს ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების სამსახურის კიდევ 9 თანამშრომელი დაჭრილია. ზოგიერთის მდგომარეობა მძიმეა.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობითვე, 5 მაშველი დაშავდა ტერნოპოლის ოლქზე რუსეთის შეტევის შედეგად გაჩენილი ხანძრის ქრობისას.

კლიმენკოს თანახმად, საერთო ჯამში, უკრაინაზე გასულ ღამით განხორციელებული შეტევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 40-მდე დაშავდა.

მანამდე კიევის მერი ვიტალი კლიჩკო დედაქალაქში 4 ადამიანის დაღუპვის შესახებ იუწყებოდა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG