მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ ხარკოვზე რუსული დრონებით შეტევას

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლებს და მოხალისეს გაჰყავთ ხარკოვზე რუსული დრონებით შეტევის შედეგად დაზიანებული სახლის დაშავებული მობინადრე. 2025 წლის 11 ივნისი

სულ მცირე, 2 ადამიანი დაიღუპა და 54 დაიჭრა უკრაინის ქალაქ ხარკოვის ორ რაიონში, რომლებსაც რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულებს შორის 8 ბავშვია.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ხარკოვზე დრონებით მასირებული შეტევა 11 ივნისს, შუაღამის შემდეგ დაიწყო და ნგრევა და ხანძრები გამოიწვია.

ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის თანახმად, რუსეთის ჯარებმა „შაჰედის“ ტიპის 17 დრონით დაარტყეს ხარკოვის სლობოდსკის და ოსნოვიანსკის რაიონებს, სადაც დანგრეული ან დაზიანებულია სახლები, საწარმოები, ბავშვთა სათამაშო მოედნები, ტროლეიბუსების დეპო და სხვა ინფრასტრუქტურა.

ასევე ნახეთ 320-ზე მეტი დრონი და რაკეტა - უკრაინაზე რუსეთის შეტევის მთავარი სამიზნე კიევი იყო