23 ივნისს ევროკავშირის მინისტერიალზე იმსჯელებენ დეზინფორმაციის, სანქციებისა და უვიზო მიმოსვლის საკითხებზე - ჰერჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი

23 ივნისს, ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ და იმსჯელებენ სამ საკითხზე - ევროკავშირის წინააღმდეგ დეზინფორმაციაზე, სანქციების დაწესებასა და უვიზო რეჟიმზე - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ.

მისი თქმით, ყოველთვიურ მინისტერიალზე განსახილველ საკითხებს წევრი სახელმწიფოები წყვეტენ და მათი შინაარსი წინასწარ ზუსტად არაა ცნობილი, მაგრამ „უფრო დაბალ დონეზე, ელჩების დონეზე ჩატარებული მოსამზადებელი მოლაპარაკებების საფუძველზე შემიძლია გითხრათ, რომ, სავარაუდოდ, წევრი სახელმწიფოები ამ სამ საკითხზე იმსჯელებენ“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ასევე ნახეთ ევროპარლამენტი და ევროპული საბჭო შეთანხმდნენ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფუძვლებზე - რას ნიშნავს ეს?

პირველი საკითხია ევროკავშირის წინააღმდეგ უზარმაზარი დეზინფორმაცია, ევროკავშირის დემონიზაცია, რომელიც ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ხორციელდება.

მეორე საკითხი ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქციების შემოღების შესაძლებლობაა, ხოლო მესამე საკითხი ადამიანის უფლებების მდგომარეობის სერიოზული გაუარესების ფონზე უვიზო მიმოსვლის საკითხია, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები სარგებლობენ - თქვა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ.

ასევე ნახეთ ათიათასობით ქართველი პოლონეთში - უვიზო მიმოსვლის გაუქმება გადაწყვეტილია?