კიევის აცხადებს, რომ რუსეთმა სტრატეგიული მნიშვნელობის უკრაინულ ქალაქთან 110 000 ჯარისკაცი შეკრიბა

პოკროვსკი, 2025 წლის მაისი

რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინის სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქ პოკროვსკის ასაღებად 110 000 ჯარისკაცი შეკრიბა, განაცხადა პარასკევს, 27 ივნისს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.

ოლექსანდრ სირსკის თქმით, პოკროვსკის მიმდებარე ტერიტორია აღმოსავლეთით გადაჭიმული 1200-კილომეტრიანი ფრონტის ხაზის „ყველაზე ცხელი წერტილია“.

რუსული ძალები პოკროვსკის აღებას თითქმის ერთი წელია ცდილობენ და ერთმანეთის მიყოლებით ახორციელებენ სასტიკ შეტევებს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვს აშკარა უპირატესობა აქვს ჯარებისა და იარაღის რაოდენობის მხრივ, ქალაქის აღება მან ჯერ ვერ შეძლო.

კიევი და მისი მოკავშირეები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ადანაშაულებენ სამშვიდობო მცდელობების შეფერხებაში, რათა მისმა ძალებმა შეძლონ უკრაინის რაც შეიძლება მეტი ტერიტორიის დაკავება.

მიუხედავად იმისა, რომ პოკროვსკი დიდი ქალაქი არ არის, მას სტრატეგიული ადგილი უჭირავს და ერთმანეთთან აკავშირებს რეგიონში არსებულ სხვა სამხედრო ცენტრებს.

ომამდე პოკროვსკში დაახლოებით 60 000 ადამიანი ცხოვრობდა, მაგრამ უმრავლესობამ დატოვა ის მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო.

ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა (ISW) გასული წლის ბოლოს განაცხადა, რომ პოკროვსკში უკრაინის თავდაცვითმა ოპერაციებმა აიძულა რუსეთი, უარი ეთქვა თავდაპირველ გეგმაზე, რომელიც პოკროვსკის ფრონტალური შეტევით აღებას ისახავდა მიზნად.

ასევე ნახეთ

ისევ მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქზე რუსეთის სარაკეტო შეტევასუნგრეთმა დაბლოკა ევროკავშირის წევრობაზე უკრაინასთან მოლაპარაკებების გახსნა„მკვლელი დრონები“ უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის ძირითადი მიზეზია - გაეროს მისია ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ახალი ტრიბუნალის შესახებ ილაპარაკა: მსოფლიოს სჭირდება პატიოსანი, ისტორიული ვერდიქტიჰააგაში პირისპირ შეხვედრის შემდეგ: ტრამპი ზელენსკიზე - "უკეთესი ვერ იქნებოდა", ზელენსკი აშშ-ზე - "ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთი გავაძლიეროთ"