უწყების ცნობით, ნარკოლოგიურ შემოწმებას 314 ადამიანი დასთანხმდა, მათგან 240-ს მოხმარება დაუდგინდა:
„23-მა პირმა თავი აარიდა ნარკოლოგიურ შემოწმებას, რომლებიც ისევე დაჯარიმდებიან, როგორც ნარკომომხმარებლები, რადგან ეს შესაბამისი საკანონმდებლო ნორმით არის გათვალისწინებული“.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 45-ე მუხლით, თუ პოლიციის მითითების შემთხვევაში ადამიანი უარს იტყვის ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, მას ან 500-დან 2000 ლარამდე ოდენობით დააჯარიმებენ, ან 60 დღემდე პატიმრობას შეუფარდებენ, უარი კი ჩაითვლება ნარკოტიკული საშუალების მოხმარებად.
პრესსამსახურის განცხადებით, ცრუ ინფორმაციაა, რომ ნარკოლოგიური შემოწმება მოსთხოვეს მხოლოდ პროევროპული აქციის მონაწილეებს ან რომელიმე ერთი პარტიის წევრებს.
8 ივლისს სოციალურ ქსელ ფეისბუკში გავრცელდა რამდენიმე ვიდეო, რომლებშიც ჩანდა, რომ პოლიციელები მოქალაქეებს აჩერებდნენ და მათგან ნარკოლოგიურ შემოწმებას მოითხოვდნენ.
ასევე ნახეთ აქტივისტი ბექა პაპაშვილი და „ლელოს“ სამი წევრი ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაიყვანეს„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 2025 წლიდან ნარკოპოლიტიკა, რომელიც, ექსპერტების შეფასებით, არასოდეს ყოფილა ლიბერალური, კიდევ უფრო გაამკაცრა. თუმცა ამავე პარტიამ 7 წლის წინ პარლამენტში შეიტანა კანონი, რომლითაც მარიხუანის კულტივაცია-რეალიზაცია დაკანონდებოდა.
ასევე ნახეთ როგორ აქცია მარიხუანის საკითხი "ოცნებამ" „საინტერესო ბიზნესიდან“ კრიმინალად1 ივლისს კი ამავე პარტიამ სადავო პარლამენტში მიიღო კანონი, რომლითაც მარიხუანისა და მცენარე კანაფის ფლობისთვის (შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა) სასჯელი კვლავ გაამკაცრა:
- 10 გრამამდე კანაფის, 5 გრამამდე გამომშრალი (10 გრამამდე ნედლი) მარიხუანის შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ისჯება ადმინისტრაციული წესით, განმეორების შემთხვევაში კი სისხლის სამართლის წესით (ჯარიმით ან პატიმრობით);
- 6 წლამდე პატიმრობით დასჯიან მათ, ვისაც 10 გრამიდან 155 გრამამდე კანაფს ან 5 გრამიდან 70 გრამამდე გამომშრალ (ან 10 გრამიდან 150 გრამამდე ნედლ) მარიხუანას აღმოუჩენენ;
- 5-დან 8 წლამდე პატიმრობაა 155-დან 750 გრამამდე კანაფის ან 70-დან 250 გრამამდე გამომშრალი (140-დან 500 გრამამდე ნედლი) მარიხუანის შეძენა-შენახვისთვის;
- 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობაა 750 გრამზე მეტი კანაფის ან 50 გრამზე მეტი გამომშრალი (500 გრამზე მეტი ნედლი) მარიხუანის შეძენა-შენახვისთვის;
- „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივით, ცვლილებები შევიდა „სისხლის სამართლის კოდექსში“. კერძოდ, 260-ე მუხლს დაემატა ჩანაწერი, რომლითაც მარიხუანა და კანაფი სხვა ნარკოტიკულ საშუალებებს გაუთანაბრდება, ამოიღეს ის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, ამ ნივთიერებებზე გამონაკლისი მოქმედებდა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილის შეფასებით, ცვლილებების მიზანია, პროტესტის მონაწილე დემონსტრანტებისათვის „ნარკოტიკების ჩადება“ და ამ საბაბით მათი დაპატიმრება.
ასევე ნახეთ ოცნება ნარკოპოლიტიკას ამკაცრებს და ამას ანტიქართულ იდეოლოგიასთან ბრძოლას არქმევს - რა იცვლება კანონში