„ჩვენ გვინდა „ნაცების“ და „ქოცების“ ვითომ კონფლიქტის მაგივრად რეალურ პრობლემებზე ვკონცენტრირდეთ. შევცვალოთ ქართული პოლიტიკური რეალობა“, - ამბობს ზურა მახარაძე პარტიის ფეისბუკგვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
მომდევნო თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი 17-მა პარტიამ გამოთქვა. ჯერ მერობის კანდიდატები არ დაუსახელებიათ ორ დიდ ოპოზიციურ პარტიაში - „ლელო - ძლიერ საქართველოსა“ და პარტიაში „გახარია საქართველოსთვის“.
ასევე ნახეთ ცნობილია, რომელი პარტიები მიიღებენ 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას- სოციალურ ქსელში გავრცელდა ცნობა, რომ „ლელო“ ამ არჩევნებში თბილისის მერობის კანდიდატად მომღერალ მერაბ სეფაშვილს განიხილავს. ამ საკითხზე დასმული კითხვის პასუხად, პარტიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევას ატარებენ სხვადასხვა ადამიანის შესახებ, მერობის კანდიდატს კი რამდენიმე დღეში, ამ კვლევის დასრულების შემდეგ დაასახელებენ;
- პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ თბილისის მერობის ერთ-ერთ კანდიდატად გუნდის წევრს, თბილისის საკრებულოს ყოფილ დეპუტატ გიორგი შარაშიძეს განიხილავს. პარტიის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ საბოლოოდ, „ლელოსთან“ გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად, კანდიდატს მათთან შეთანხმებით დაასახელებენ.
2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. ამ არჩევნებში დიდი ოპოზიციური პარტიებიდან მონაწილეობას აპირებენ „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“. მათ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გააფორმეს.
ამ არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „ფედერალისტები“ და ა.შ.
ასევე ნახეთ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „კოალიციამ ცვლილებისთვის“ საარჩევნო ნომრები დაკარგესმეხუთე პრეზიდენტი, წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი სალომე ზურაბიშვილი, არჩევნების თემას „შემოგდებულს“ უწოდებს - რამაც „გახლიჩა ოპოზიცია და დაასუსტა პროტესტი“.