თბილისის საკრებულოში 50 დეპუტატი იქნება, მათგან 25 მაჟორიტარული წესით აირჩევა, 25 კი პროპორციული წესით. 25 მაჟორიტარული ოლქიდან 13-ში კანდიდატი „ლელო - ძლიერმა საქართველომ“ დაასახელა, დარჩენილ 12-ში კი პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“.
მაჟორიტარობის კანდიდატები „ლელო - ძლიერი საქართველოდან“:
- მთაწმინდა - ლანა გალდავა;
- ვაკე - ტრადიციული ნაწილი - ვახტანგ სურგულაძე;
- საბურთალო - ვეძისი, ყაზბეგი, ვაჟა-ფშაველა - რამაზ მანდარია;
- კრწანისი - თამარ ბოტკოველი;
- ისანი - ვაზისუბანი - გიორგი სიორიძე;
- სამგორი - ვარკეთილი - ნინო ქათამაძე;
- სამგორი - მე-3 მასივი, ზემო პლატო - გულიკო ზუმბაძე;
- დიდუბე - წერეთელი - ბექა ბერიძიშვილი;
- ნაძალადევი ნახალოვკა - ნიკა ჩერქეზიშვილი;
- ნაძალადევი - სანზონა - ქეთევან თურაზაშვილი;
- გლდანი - ავჭალა, ზაჰესი - გიორგი რეხვიაშვილი;
- გლდანი (კენტი მიკროები) - ჯუბა ლოლაძე;
- გლდანი - მუხიანი - გრიგოლ გეგელია.
მაჟორიტარობის კანდიდატები პარტიიდან „გახარია საქართველოსთვის“:
- ზემო ვაკის ოლქი - ზაზა თავაძე;
- კოსტავა, ბახტრიონი, დოლიძე, ხილიანის ოლქი - სალომე კობალაძე;
- დიდი დიღომი, ვაშლიჯვარი, სოფელი დიღმის ოლქი - როინ ქოჩორაშვილი;
- ავლაბრის ოლქი - სოფო ხორგუანი;
- ნავთლუღის ოლქი - ვიკა ფილფანი;
- ქვემო სამგორის ოლქი - გიგა კაცია;
- ზღვის უბნის ოლქი - ეკა უდესიანი;
- ლილოსა და ორხევის ოლქი - დაჯი კოვზირიძე;
- ჩუღურეთის ოლქი - რუსუდან თევზაძე;
- გლდანის (ლუწი მიკროები) ოლქი - კოკა კობალაძე;
- ლოტკინის ოლქი - ფიქრია გოგოლაძე;
- დიღმის ოლქი - გიორგი შარაშიძე.
მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელეს ამ ორი პარტიის თბილისის მერობისა (ირაკლი კუპრაძე) და საკრებულოს თავმჯდომარეობის (გიორგი შარაშიძე) კანდიდატებმა.
„ჩვენი მთავარი მიზანი იქნება თბილისში მოქალაქეების საჭიროებებზე ზრუნვა, პრობლემების მოგვარება, ჩვენი მთავარი მიზანი იქნება პოლიტპატიმრების თავისუფლებისთვის ბრძოლა, ჩვენი მთავარი მიზანი იქნება თბილისელებისთვის რეალურ გასაჭირზე ხმაური და ამ პრობლემების გადაწყვეტა“, - თქვა ირაკლი კუპრაძემ.
ასევე ნახეთ გახარიას და ხაზარაძის პარტიებმა თბილისის მერობის კანდიდატად ირაკლი კუპრაძე დაასახელეს2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. ამ არჩევნებში დიდი ოპოზიციური პარტიებიდან მონაწილეობას აპირებენ „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“. მათ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გააფორმეს, რომლის მიხედვითაც საერთო კანდიდატებზე უნდა შეჯერდნენ - ასეთი კანდიდატია ირაკლი კუპრაძე.
ამ არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „ფედერალისტები“ და ა.შ.
ასევე ნახეთ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „კოალიციამ ცვლილებისთვის“ საარჩევნო ნომრები დაკარგესმეხუთე პრეზიდენტი, წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი სალომე ზურაბიშვილი, არჩევნების თემას „შემოგდებულს“ უწოდებს - რამაც „გახლიჩა ოპოზიცია და დაასუსტა პროტესტი“.