პროევროპულ აქციებზე დაკავებული დემონსტრანტების სასამართლო პროცესი დასასრულისკენ მიდის. მათი უმრავლესობის განაჩენი დღე-დღეზე გახდება ცნობილი. ბოლო თითქმის ცხრა თვის განმავლობაში მათ სასამართლო პროცესს უწყვეტად ვაშუქებდით - სასამართლო დარბაზში გადაღების აკრძალვამდეც და შემდეგაც.
ამ ხნის განმავლობაში პატიმრების არაერთი წერილი თუ მიმართვა გავრცელდა. ზოგიერთი ციხის დღიურებსაც წერდა. რადიო თავისუფლებისთვის ივლისი-აგვისტოში გამოგზავნილ წერილებში კი მათ ვთხოვეთ აეღწერათ გზა საკნიდან სასამართლოს დარბაზამდე.
ონისე ცხადაძემ ციხიდან დარეკვა მოახერხა და ამ ვიდეოში მისი ხმა ისმის. ირაკლი ქერაშვილს, ზვიად ცეცხლაძეს და ნიკა კაციას, სატელეფონო საუბრის ლიმიტი ამოწურული ჰქონდათ, ამიტომ, მათი წერილებიდან ამონარიდები ჩვენ გავახმოვანეთ.
ირაკლის და ონისეს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ზვიადს - 9 წლამდე. ნიკას კი - 20 წლით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.