უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ოკუპირებულ ყირიმში დაარტყეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საკომუნიკაციო ცენტრს.
„10-11 სექტემბრის ღამეს, საზღვაო ძალების ქვედანაყოფებმა დარტყმა განახორციელეს ყირიმის დროებით ოკუპირებულ ავტონომიურ რესპუბლიკაში, 184-ე სამეცნიერო-კვლევითი ექსპერიმენტული ბაზის „სევასტოპოლის“ ტერიტორიაზე რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საკომუნიკაციო ცენტრზე“, ნათქვამია ანგარიშში.
უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებმა აღნიშნეს, რომ აღნიშნული საკომუნიკაციო ცენტრი რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ქვედანაყოფების კონტროლს უზრუნველყოფდა.
დარტყმის შესახებ ინფორმაციის დამოუკიდებელი დადასტურება არ მოიპოვება.
ასევე ნახეთ უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობით, ნოვოროსიისკთან დაარტყეს რუსეთის სამხედრო გემს