„მოიგონეს ბანერზე წარწერა კრიმინალიაო, დიახ, უნდა ვანახოთ, რომ მათ მოგონილ უკანონობებს არ ვემორჩილებით.
მეორე, რაზეც დგას ჩვენი ბრძოლა არის სოლიდარობა. ყველა მოქალაქემ, ყველა აქტივისტმა, ყველა მებრძოლმა უნდა იცოდეს, რომ სისტემასთან მარტო არ დავტოვებთ.
მოინდომეს მეგის [დიასამიძე - ის ხოშტარიამდე დააკავეს კახა კალაძის პლაკატზე წარწერის გაკეთებისთვის] დაჩაგვრა, ვერ მივართმევთ!“ - აცხადებს ელენე ხოშტარია, მის წერილს კი პარტია „დროა“ ავრცელებს.
ელენე ხოშტარია პოლიციამ დღეს, 15 სექტემბერს გააკეთა - მას „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის ბანერზე წარწერის დატოვების გამო შინაგან საქმეთა სამინისტრო „სხვისი ნივთის დაზიანებას“ ედავება - საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით.
„რამდენჯერად მომინდება, იმდენჯერ დავაწერ კალაძის ბანერს, რომ რუსების მონაა!” - განაცხადა მან 14 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის პლაკატზე წარწერა დატოვა.
ასევე ნახეთ ელენე ხოშტარია კალაძის ბანერზე წარწერების გამო დააკავესიმავე ბრალდებით, პლაკატზე წარწერის გამო რამდენიმე დღით ადრე, 10 სექტემბერს დააკავეს 23 წლის სტუდენტი მეგი დიასამიძე. მან 9 სექტემბერს მიაწერა პლაკატს „რუსული ოცნება“.
„ადამიანი ტყუილად დაიჭირეს, ციხეში ჩასვეს იმის გამო, რომ ბანერზე დააწერა“, - თქვა ხოშტარიამ 14 სექტემბერს და დასძინა: „რა რეაგირება ექნებათ, არ მაინტერესებს. ეს არ არის ხელისუფლება, რომელიც სამართლებრივი ლოგიკით მოქმედებს, როცა მოუნდებათ, დაგიჭერენ და როცა მოუნდებათ, არ დაგიჭერენ“.
ასევე ნახეთ მეგი დიასამიძე 2 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს - ის კალაძის ბანერზე წარწერის გამო დააკავეს 10 სექტემბერს