მოკლედ
- ელენე ხოშტარიასთვის სავალდებულო წესით დანიშნულმა სახაზინო ადვოკატმა ირაკლი ბენიამ გაასაჩივრა მოსამართლის გადაწყვეტილება პოლიტიკოსისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო უზრუნველყოფით 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდების შესახებ - ის აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ითხოვს.
- კახა კალაძის შტაბზე გაკრულ საარჩევნო ბანერზე მარკერით წარწერის გაკეთების გამო დაკავებული პოლიტიკოსი, რომელსაც 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება, ამბობს, რომ ადვოკატი მისი ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებს მისი თანხმობის გარეშე.
- ადვოკატი ამბობს, რომ სავალდებულო დაცვის ფარგლებში მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვალდებულებაც აქვს.
ყველამ გაითვალისწინეთ, რაც არ უნდა თქვას ან დაწეროს ამ შარლატანმა, ჩემთან კავშირში არ არის. მას არ გააჩნია თანხმობა და ამ ქმედებით, სავარაუდოდ, არღვევს კანონსაც" - წერს ხოშტარია ციხიდან გამოგზავნილ წერილში. ის ამბობს, რომ ბენიას წინასწარი დაკავების იზოლატორში შეხვდა და მას მკაფიოდ აუხსნა, რომ არ ცნობდა მას, როგორც ადვოკატს. სახაზინო ადვოკატის დანიშვნამდე პოლიტიკოსმა უარი თქვა დაცვის უფლების გამოყენებასა და სასამართლოში გამოცხადებაზე, მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ კი მხარდამჭერებს მოუწოდა, არავინ გადაიხადოს მის ნაცვლად გირაო.
ასევე ნახეთ ელენე ხოშტარია: ვინმეს მიერ ჩემი გირაოს შეტანა იქნება ჩემთვის გულში დანის ჩარტყმაირაკლი ბენია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მან უკვე გაასაჩივრა მოსამართლის გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ და მისი გაუქმება მოითხოვა. მისივე თქმით, სავალდებულო დაცვის ვალდებულებისგან ის გათავისუფლებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუკი თავად ელენე ხოშტარია გამოცხადდება სასამართლოზე და მოსამართლესთან დააფიქსირებს თავის პოზიციას.
ასევე ნახეთ ხოშტარია: მოიგონეს ბანერზე წარწერა კრიმინალიაო... მოგონილ უკანონობებს არ ვემორჩილებით- ელენე ხოშტარია კალაძის ბანერზე 14 სექტემბერს გაკეთებული წარწერის გამო 15 სექტემბერს დააკავეს.
- 16 სექტემბერს მან უარი თქვა დაცვის უფლების გამოყენებაზე და სასამართლოში გამოცხადებაზე.
- 17 სექტემბერს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მას სახაზინო ადვოკატი დაუნიშნა, რომელთან შეხვედრაზეც ხოშტარიამ უარი თქვა.
- ამავე დღეს მოსამართლემ პოლიტიკოსს 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა საპატიმრო უზრუნველყოფით - გირაოს გადახდის ვადად 20 დღე განისაზღვრა.