შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის თქმით, გამოძიება მიმდინარეობს 236-ე მუხლით, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
უკავშირდება თუ არა შამახიას დაკავება 4 ოქტომბრის აქციას, ამის შესახებ დამატებითი განმარტებები უწყებაში არ გაუკეთებიათ.
შს სამინისტრო რუსლან შამახიას საქმიანობით 2021 წლის ადგილობრივია არჩევნების დროსაც დაინტერესდა, როცა კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი გამოკითხვაზე დაიბარეს, ის კი გაჩხრიკეს და მისი კუთვნილი იარაღი წაიღეს. მაშინ ითქვა, რომ რუსლან შამახიას, როგორც თადარიგის ოფიცერს, ჰქონდა იარაღის შენახვა-ტარების უფლება, პოლიციის მიერ ამოღებული იარაღი კი სწორედ მის სახელზე იყო რეგისტრირებული.
შსს-ს ცნობით, 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით დაკავებული არიან: პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე.
ასევე ნახეთ „ახალაიასა და ბურჭულაძის საუბარი“ - რა ვიცით „იმედის“ გავრცელებულ ჩანაწერზე"მათ ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება, ასევე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს". - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
ასევე ნახეთ „ახალაიასა და ბურჭულაძის საუბარი“ - რა ვიცით „იმედის“ გავრცელებულ ჩანაწერზე