იმერლიშვილი, რომელიც 2016 წლის 12 სექტემბრიდან არის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, 20 ოქტომბრიდან დატოვებს თანამდებობას.
ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლოს პრესცენტრი ავრცელებს.
უწყების თანახმად, იმერლიშვილი პოსტს ტოვებს „საკუთარი განცხადების საფუძველზე“.
ამავე წყაროს ცნობით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რევაზ ნადარაიას, უკვე გამოცემული აქვს შესაბამისი განკარგულება.
ასევე ნახეთ „სასამართლო პანღურს არ ამოირტყამს“ - ყველაფერი საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ თავმჯდომარეზე„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უსურვებს მას წარმატებებს მომავალ საქმიანობაში“, - წერს სასამართლო.
ირინე იმერლიშვილს უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა 2026 წლის 12 სექტემბერს ეწურებოდა. მან 11 თვით ადრე დატოვა თანამდებობა.
„ქართული ოცნება“ უახლოეს პერიოდში გეგმავს, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვისა და მასთან დაკავშირებული პირებისათვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის შესახებ სარჩელით.
ეს სარჩელი მზადდება „ქართული ოცნებით“ დომინირებულ პარლამენტში თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით მოქმედი საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე.
ასევე ნახეთ „ოცნება“ ოპონენტების მასობრივ აკრძალვას იწყებს - რას ამბობს კონსტიტუცია ამ გეგმაზე ასევე ნახეთ წულუკიანი ამბობს, რომ კომისიის დასკვნას "ნაცმოძრაობისთვის" პოლიტიკური საქმიანობის ასაკრძალად გამოიყენებენიმერლიშვილის მიერ პოსტის დატოვება საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობას არ შეაფერხებს. 8-წევრიანი პლენუმი შეძლებს საქმეების განხილვის გაგრძელებას.
ასევე ნახეთ თუ საკონსტიტუციო პარტიას გააუქმებს, წევრებს პოლიტიკაში ყოფნას აუკრძალავენ - „ოცნებამ“ კანონპროექტი მიიღოირინე იმერლიშვილმა 2024 წელს მხარი არ დაუჭირა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს, - რასაც „ქართული ოცნება“ ითხოვდა; მოგვიანებით მან მხარი დაუჭირა სასამართლოს პოზიციას, არ მიეღო წარმოებაში არჩევნების შესახებ ზურაბიშვილისა და ოპოზიციური პარტიების სარჩელები.
ასევე ნახეთ იმერლიშვილი განმარტავს, რატომ დაეთანხმა არჩევნებზე საკონსტიტუციო სარჩელების არმიღებას