22 ოქტომბერს, დღისით რუსეთის ჯარებმა დრონებით შეუტიეს უკრაინის ქალაქ ხარკოვს.
ქალაქის მერის, იჰორ ტერეხოვის ინფორმაციით, ერთ-ერთი დარტყმა იყო კერძო საბავშვო ბაღის შენობაზე, სადაც ხანძარი გაჩნდა.
მერის თანახმად, ბავშვები ევაკუირებული არიან.
რუსული დრონებით შეტევის შედეგად ხარკოვში განადგურებული საბავშვო ბაღის შენობა. 2025 წლის 22 ოქტომბერი
ტერეხოვის ცნობითვე, ხარკოვზე რუსული დრონებით შეტევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა. ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაღუპულია 40 წლის მამაკაცი.
ხარკოვის მერი ტელეგრამ-არხით თავდაპირველად იუწყებოდა, რომ დაშავებულებს შორის ბავშვებიც არიან, თუმცა მოგვიანებით დაწერა, რომ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იჰორ კლიმენკომ სოციალური ქსელებით გაავრცელა საბავშვო ბაღიდან ევაკუაციის ამსახველი ფოტოები.
ასევე ნახეთ უკრაინაზე რუსული რაკეტებითა და დრონებით შეტევის შედეგად დაღუპულებს შორის ბავშვებიც არიანრუსეთის ჯარები უკრაინას დრონებით და რაკეტებით უტევდნენ გასული ღამის განმავლობაშიც. 22 ოქტომბრის დილის მონაცემებით, დედაქალაქ კიევში და კიევის ოლქში დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი.