პუტინმა ახალი, „უნიკალური" რაკეტის გამოცდის შესახებ 26 ოქტომბერს განაცხადა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელმაც მალაიზიაში ვიზიტი დაასრულა და 27 ოქტომბერს იაპონიისკენ გაემგზავრა, ჟურნალისტებმა პრეზიდენტის თვითმფრინავში ჰკითხეს რუსეთის მიერ ახალი რაკეტის გამოცდის შესახებ.
ტრამპის თანახმად, რუსებმა იციან, რომ ამერიკელებს მსოფლიოში უძლიერესი ატომური წყალქვეშა ნავი ჰყავთ რუსეთის ნაპირების მახლობლად და მას 8 ათას მილზე ფრენა არ სჭირდება. შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, რაკეტების გამოცდა მუდმივად ხდება და ამაზე საუბარი უადგილოა პუტინის მხრიდან.
ტრამპის თქმით, პუტინმა უნდა დაასრულოს ომი, რომელსაც ერთი კვირა უნდა დასჭირვებოდა, მაგრამ მეოთხე წელია გრძელდება და რაკეტების გამოცდის ნაცვლად ამით უნდა დაკავდეს.
ასევე ნახეთ ტრამპი რუსეთის მახლობლად ატომური წყალქვეშა ნავების გაგზავნაზე: ისინი არიან იქ, სადაც უნდა იყვნენ26 ოქტომბერს რუსეთის გენშტაბის უფროსმა გერასიმოვმა პრეზიდენტ პუტინს მოახსენა, რომ 21 ოქტომბერს წარმატებით გამოცადეს ბირთვული დანადგარით აღჭურვილი ახალი ფრთოსანი რაკეტა „ბურევესტნიკი“, რომელმაც დაახლოებით 15 საათს იფრინა და ჯამში დაფარა 14 000 კილომეტრი.
პუტინმა განაცხადა, რომ „ბურევესტნიკი“ არის „უნიკალური ნაწარმი, რომელიც მსოფლიოში არავის აქვს“.
ასევე ნახეთ ტრამპმა გააუქმა პუტინთან ბუდაპეშტში დაგეგმილი შეხვედრა