„რუსთავი 2-ის“ ყოფილი დირექტორი ვაკო ავალიანი კატარში ელჩად ინიშნება

ვაკო ავალიანი კატარში ელჩად ინიშნება.

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ყოფილი დირექტორი ვაკო ავალიანი, - რომელიც 17 ივლისს ჩაანაცვლეს, - კატარში საქართველოს ელჩად ინიშნება.

ირაკლი კობახიძის მიერ 29 ოქტომბერს ხელმოწერილი განკარგულებით, ავალიანი 10 ნოემბრიდან ინიშნება კატარში ელჩად.

ხელისუფლების მიმართ მკვეთრად ლოიალური „რუსთავი 2“ ვაკო ავალიანმა დატოვა ხელისუფლებისგან მიღებული შეთავაზების შემდეგ, გადასულიყო დიპლომატიურ სამსახურში.

თუმცა ამ დრომდე უცნობი იყო, სად იმუშავებდა იგი.

ასევე ნახეთ "რუსთავი 2-ის" დირექტორი ბაკურ ბაკურაძე გახდა - ვაკო ავალიანი დიპლომატიურ სამსახურში მიდის

ვაკო ავალიანი "რუსთავი 2-ის" დირექტორის პოსტზე 2021 წელს დაინიშნა - მანამდე ის „მაესტროს“ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

„მაესტროდან“ წასვლის მიზეზად 4 წლის წინ მან არხზე გია გაჩეჩილაძის („უცნობი“) დაბრუნება დაასახელა და თქვა, რომ არხის პრიორიტეტები მისთვის მიუღებელი იყო.

ასევე ნახეთ "მაესტროს" ჟურნალისტებს არხის დირექტორის ცვლილება კითხვებს უჩენს