Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რუსთავი 2-ის" დირექტორი ბაკურ ბაკურაძე გახდა - ვაკო ავალიანი დიპლომატიურ სამსახურში მიდის


"რუსთავი 2-ის" დირექტორის პოსტზე ვაკო ავალიანი ბაკურ ბაკურაძემ შეცვალა - ახალი ხელმძღვანელი ტელევიზიის თანამშრომლებს დღეს, 17 ივლისს, თავად ავალიანმა წარუდგინა.

ხელისუფლების მიმართ მკვეთრად ლოიალური "რუსთავი 2" ვაკო ავალიანმა ხელისუფლებისგან მიღებული შეთავაზების შემდეგ, გადასულიყო დიპლომატიურ სამსახურში. ის ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში ინიშნება საქართველოს ელჩად.

ბაკურ ბაკურაძე ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობდა ხელისუფლების მიერ ორგანიზებული კონცერტებისა და სადღესასწაულო წარმოდგენების დადგმებსა და რეჟისურაზე. "ტვ პირველის" ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ ტელევიზიას გააკეთებს ის "რუსთავი 2-სგან", პასუხი იყო "ეროვნულს".

ვაკო ავალიანი რუსთავი 2-ის დირექტორის პოსტზე 2021 წელს დაინიშნა - მანამდე ის “მაესტროს” აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებდა. “მაესტროდან” წასვლის მიზეზად 4 წლის წინ მან არხზე გია გაჩეჩილაძის (“უცნობი”) დაბრუნება დაასახელა და თქვა რომ არხის პრიორიტეტები მისთვის მიუღებელი იყო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG