მას ერთდღიანი პატიმრობა შეუფარდეს. ამ შუამდგომლობით მოსამართლეს შსს-ის წარმომადგენელმა მიმართა:
„ყველაზე სწორი იქნება, პატიმრობის გამოყენება ერთი დღის ვადით, მით უმეტეს, რომ მან უკვე გაატარა პატიმრობაში გარკვეული პერიოდი“.
აზა ჩილაჩავა გუშინ, 21:56 საათზე დააკავეს, მას დაკავებიდან 24 საათის შემდეგ გაათავისუფლებენ.
სხდომაზე სიტყვით ისარგებლა აზა ჩილაჩავამ. მისი თქმით, ის მაინც ივლის საპროტესტო აქციებზე.
„ორი კვირა იქნება, თუ ერთი კვირა იქნება, ხო მოვიხდი სასჯელს, პირველი გავალ რუსთაველზე, ბოლომდე ახალგაზრდებო!..
მე არ მინდა რუსეთი, დროშა არ შემატანინეს წუხელ [იზოლატორში]. მე ვიბრძვი ბოლომდე.
სისხლის სამართლით ხომ მეკუთვნის მერე, გავალ პირველი, არ შევშინდები, დიახ, სწორია ეს ქალბატონი, პირველი გავალ, მე ჩემი პროტესტი გამაჩნია...
აქედან რომ გავალ, წავალ სისხლის სამართალზე, ესაა ჩემი პროტესტი. სწორია, რასაც იძახის [შსს-ს თანამშრომელი], მე გავდივარ პირველი. ერთი რომ დარჩეს, ბებო, მე იქ ვიდგები. რად უნდა ამას მტკიცებულება, მე თანახმა ვარ“, - თქვა აზა ჩილაჩავამ სასამართლო სხდომაზე.
სადავო პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი დედაქალაქში მიმდინარე დემონსტრაციებზე საუბრის დროს ევროკავშირისა და ევროკავშირის ელჩის დისკრედიტაციას ცდილობს.
„ქალბატონ აზასთან დაკავშირებით პასუხი მოსთხოვეთ ევროკავშირის ელჩს - არავინ გადაჰყვება ჩვენ ქვეყანას ჩვენი ხალხის გარდა, ჩვენ თვითონ თუ არ მივხედეთ ჩვენ ქვეყანას. ხედავთ, რასაც აკეთებენ, ჩვეულებრივად სწირავენ ადამიანებს. საგამზირე ინსტრუმენტად ჰყავთ გამოყენებული, რომ ბევრმა ადამიანმა დაარღვიოს კანონი, შემდეგ იყოს კანონის პასუხი, შემდეგ რასა იუკნევიჩიენემ ესენი რეზოლუციებში წეროს და „ნიანგის ცრემლები“ ღვაროს ევროპარლამენტარმა და რომელიღაცა ელჩმა“, - თქვა შალვა პაპუაშვილმა, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა.
აფხაზეთიდან დევნილი 71 წლის აზა (მადლენა) ჩილაჩავა პოლიციამ გუშინ, 2 ნოემბერს დააკავა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, როცა ის აქციის დასრულების შემდეგ სახლში ბრუნდებოდა. მან პროტესტის ნიშნად საპატიმროში შიმშილობა დაიწყო.
ასევე ნახეთ შიმშილობა დაიწყო საპროტესტო აქციების მონაწილემ, პოლიციის მიერ დაკავებულმა აზა ჩილაჩავამ - ადვოკატიაზა ჩილაჩავა სასამართლომ სამართალდამრღვევად ერთხელ უკვე ცნო. პოლიციამ ჩილაჩავას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი 19 ოქტომბერს შეუდგინა, აქციაზე პირბადით ყოფნის გამო.
22 ოქტომბერს სასამართლომ აზა ჩილაჩავა სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.
ასევე ნახეთ აქციაზე პირბადით ყოფნის გამო მოსამართლემ 71 წლის აზა ჩილაჩავა სამართალდამრღვევად ცნომას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ" 2025 წლის ოქტომბრის მეორე ნახევარში მიიღო და აამოქმედა გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები, პოლიციამ თბილისში დააკავა საპროტესტო აქციების ათეულობით მონაწილე.
ასევე ნახეთ გამკაცრებული კანონით აქციის მონაწილეთა დაკავებები დაიწყო ასევე ნახეთ პარლამენტთან ექვსი ადამიანი შიმშილობს