„დაიწყო შიმშილობა, ბევრი თხოვნის მიუხედავად აზრი ვერ შევაცვლევინეთ (შიმშილობა წყლის გარეშე)”, - დაწერა სოციალურ ქსელ ფეისბუკში ადვოკატმა მარიკა არევაძემ მას შემდეგ, რაც გასულ ღამით აზა ჩილაჩავა იზოლატორში გადაიყვანეს.
აზა ჩილაჩავა სასამართლომ სამართალდამრღვევად ერთხელ უკვე ცნო. პოლიციამ ჩილაჩავას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი 19 ოქტომბერს შეუდგინა, აქციაზე პირბადით ყოფნის გამო.
22 ოქტომბერს სასამართლომ აზა ჩილაჩავა სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.
მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ" 2025 წლის ოქტომბრის მეორე ნახევარში მიიღო და აამოქმედა გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები, პოლიციამ თბილისში დააკავა საპროტესტო აქციების ათეულობით მონაწილე. მხოლოდ 27-31 ოქტომბრის პერიოდში - 29.
ფორუმი